მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ წყოუშთან სამოქალაქო მოძრაობა „ხმისა“ და „ენელაის“ ორგანიზებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა

სოფელ წყოუშთან სამოქალაქო მოძრაობა „ხმისა“ და „ენელაის“ ორგანიზებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა [Video]

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთთან მდებარე სოფელ წყოუშთან სამოქალაქო მოძრაობა „ხმისა“ და „ენელაის“ ორგანიზებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მინდორზე საქართველოს რუკის კონტური გამოსახეს. სამოქალალო ხმის წარმომადგენლის ირაკლი ხარჩილავას განცხადებით, ხელისუფლებამ დასაჯა ერი რუსეთის გამო, თუმცა ჩვენმა ახალგაზრდებმა დაიცვეს ის რაც ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას. აქცია-პერფორმანსი ფახულანში, საბერიოს საოკუპაცია ხაზთან დასრულდა. ცნობისთვის ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმართებოდა, დიდი პროტესტი გამოიწვია. საზოგადოების აღშფოთების მიზეზი სხდომის წამყვანი რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი გახდა, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. პარლამენტში განვითარებულმა პროცესებმა რუსთაველის გამზირზე მასშტაბური პროტესტი გამოიწვია და პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციამ ღამით ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე გამოძიება დასრულებული არ არის. აქციის დაშლისას დაშავდა 300-მდე ადამიანი, 187 დემონსტრანტი, 40-მდე ჟურნალისტი, 73 სამართალდამცველი, აქციის ორმა მონაწილემ მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა კი თვალი დაკარგეს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...