შეზღუდვები, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია ნელ-ნელა იხსნება და ეტაპობრივად ის ადგილები და დაწესებულებები გაიხსნება, რომელიც თითქმის სამ თვეზე მეტი დახურილი იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 20 ივნისიდან მუზეუმები და მუზეუმ-ნაკლრძალები ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაიხსნას. ზუგდიდის დადიანების სასახლე ვიზიტორთათვის პირველი ივლისიდან გაიხსნება და როგორც დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი, ლილი ბერაია ჩვენთან საუბარში განმარტავს, დამთვალიერებელი მუზეუმში სტუმრობამდე თავდაპირველად ახალ რეგულაციებს უნდა გაეცნოს. მისივე განმარტებით, მუზეუმში ვიზიტორებმა თან უნდა იქონიონ პირბადე და მათ დახურულ შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. მუზეუმის დირექტორის თქმით, პანდემიის პერიოდში რამდენიმე თანამშრომელი სისტემატიურად დადიოდა, რადგანაც საუკუნოვან ისტორიულ ნივთებს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. როგორც ირკვევა, მუზეუმში გიდით მომსახურების შემთხვევაში ექსკურსიის ხანგრძლივობა ერთ საათზე მეტ ხანს არ შეიძლება და ჯგუფში ადამიანების რაოდენობა ათზე მეტი არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია.
დადიანების მუზეუმი 1-ლი ივლისიდან გაიხსნება [Video]
- Tags
- video
სიახლეები
სიახლეები
ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე
ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე
ჟურნალისტ ვახო სანაიას...
სიახლეები
უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...
სიახლეები
ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...
სიახლეები
ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს
ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...