მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს

თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს [Video]

Published on

„სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა  თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდში, ქუჩებზე არსებული ვითარება გააპროტესტა. მისი თქმით, პანდემიური სიტუაცია მთავრობისთვის მთავარი მოკავშირე გახდა, რომ მოსახლეობისთვის შეპირებული, უმთავრესად სასიცოცხლო მნიშვნელობის სამუშაოები დათქმულ დროში არ შესრულებულიყო. ჯგუშიამ მოუწოდა მთავრობას, რომ არ დაამთხვიონ ეს ყველაფერი საარჩევნო კალენდარს  და ემსახურონ მოსახლეობას ამ კალენდრის გარეშე. “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა ასევე დასძინა, რომ ეს არის მოსახლეობის ჯანმრთელობის აბსოლუტური უგულებელყოფა.

რუსთაველის ქუჩაზე, სადაც ჯგუშიამ ბრიფინგი გამართა, მერიის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები  მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ამასთანავე  უწყების ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წლის ბოლომდე 60-მდე საავტომობილო გზა რეაბილიტირდება და მათი თქმით, ისინი ჯგუშიას აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარს არ გააკეთებენ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...