მთავარისიახლეებისაზოგადოებააუზთან, სადაც მოზარდი დაიხრჩო, ამკრძალავი ნიშანი არ დგას, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

აუზთან, სადაც მოზარდი დაიხრჩო, ამკრძალავი ნიშანი არ დგას, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს [Video]

Published on

ზუგდიდში, ე.წ. “ვექტორის” დასახლებაში, სადაც ორი დღის წინ 13 წლის მოზარდი დაიხრჩო, ადგილობრივები წლებია აუზის ამოვსებას და ნიშნულის გაკეთებას ითხოვენ. მათი  ინფორმაციით, მოზარდმა, რომელიც აუზში იყო ჩასული, ცურვა არ იცოდა. ასევე მათი თქმით, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა და  პრობლემა უკვე წლებია აწუხებთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ   აუზი გამოუსადეგარია და ამოვსებას საჭიროებს, თუმცა მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მათი თქმით,  პრობლემით არავინ დაინტერესებულა, რაც არაერთი ტრაგიკული შედეგის მიზეზი ხდება.  არხი სადაც მოზარდი დაიხრჩო ამკრძალავი ნიშნები არ დგას, ხოლო მისი სიგრძე დაახლოებით 300 მეტრს, სიღრმე კი 5-10 მეტრს აღწევს.  მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ზუგდიდის მერიიდან ამ საკითხზე პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ. რაც შეეხება საქმეზე გამოძიებას,  სს კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...