დღეიდან არასამთავრობო ორგანიაზაცია „საუნჯე“ ზუგდიდის რაიონის სოფლებში ახალი საპილოტე პროექტის განხორციელებას იწყებს, რაც მიზნად ისახავს შშმ პირებისთვის პანდემიის პირობებში მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ რესპირატორული ვირუსები, როგორიცაა კორონავირუსი (COVID-19) ვრცელდება მაშინ, როდესაც ვირუსით დაინფიცირებული ლორწო ან წვეთოვანი ნაწილაკები ხვდება ადამიანის ორგანიზმში თვალების, ცხვირის ან ყელის გზით. ყველაზე ხშირად ეს ხელების მეშვეობით ხდება. გლობალური პანდემიის დროს ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის ხელების ხშირი დაბანა საპნით და წყლით. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი იაგო ფასანძე აცხადებს, მარტოხელა ხანდაზმულ პირებს და შშმ ოჯახის წევრთან ერთად მცხოვრებ ხანდაზმულ პირებს არა აქვთ ადეკვატური საცხოვრებელი პირობები, რაც ასევე გულისხმობს სასმელ წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის არარსებობას. მისივე განმარტებით, ზუგდიდის რაიონის სოფლებში არ არის ცენტრალური წყალმომარაგება და წყლით უზრუნველყოფა ხდება ხელით გათხრილი ჭიდან, საიდანაც წყლის ამოღება შშმ პირებისთვისა და ხანდაზმულებისთვის პრობლემას წარმოადგენს. როგორც იგი დასძენს, მათი ინიციატივით ასევე მოხდება დევნილთა დასახლებებში წყლის ავზებთან უნივერსალური დიზაინის პრინციპით შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის – სოციალური სერვისების მიმწოდებლების მხარდაჭერა რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს არბაითერ -სამარიტერ ბუნდი ახორციელებს.
ადაპტირებული გარემოს შექმნა შშმ პირებისთვის [Video]
- Tags
- video
სიახლეები
საზოგადოება
ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა
საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...
სიახლეები
აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...
სიახლეები
არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე
"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...
სიახლეები
თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...