მთავარიUncategorizedრადიო გადაცემა - „დიალოგი“, სტუმარი, ფსიქოლოგი, ანიკო როგავა(ჩანაწერი)

რადიო გადაცემა – „დიალოგი“, სტუმარი, ფსიქოლოგი, ანიკო როგავა(ჩანაწერი)

Published on

რადიო ოდიში + სტუმარი იყო, “საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის, ზუგდიდის
ოჯახის გაძლიერების” პროექტის ფსიქოლოგი, ანიკო როგავა. გადაცემა ეხებოდა ბავშვის აღრზდასთან დაკავშირებულ სირთულეებს, პრევენციას და
გადაჭრის გზებს, ასევე აღზრდის ძალადობრივ მეთოდებსა და პრევენციას. ცნობისთვის, SOS Children’s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო
ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია
ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ მოქმედებს საერთაშორისო
ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის
სფეროში 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ოჯახის დამხმარე და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, ორგანიზაცია
ხელს უწყობს სოციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდასა და მათ
სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბებას. ოჯახის გაძლიერების პროექტი
თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახი მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური, ფსიქო-ემოციური და სოციალური განვითარებისთვის. თითოეული
ბავშვისთვის აუცილებელია, ოჯახი უზრუნველყოფდეს ისეთ გარემოს, რომელიც ხელს
უწყობს მის ჯანსაღ განვითარებას. ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის SOS ბავშვთა სოფლის ფინანსური
მხარდაჭერით, შემუშავდა პროექტი „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და
ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“. პროექტის მთავარი
მიზანია, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება, რათა
შესაძლებელი გახდეს ბავშვების აღზრდა-განვითარება უსაფრთხო და მზრუნველ
ოჯახურ გარემოში. ოჯახის გაძლიერების პროექტი სამიზნე ჯგუფის ბენეფიციარებს სთავაზობს სხვადასხვა
სახის მომსახურებას, როგორიცაა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და ოჯახების
ეკონომიკური გაძლიერება.


Web: https://www.sos-childrensvillages.ge/

FB:https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia/

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...