მთავარისიახლეებისაზოგადოებამოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული - კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

Published on

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს – “ქართული ოცნების” პირობა ასეთია: “მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული”.

მმართველი პარტიის ლიდერიმა დაკავებულს მოუწოდა, შესაბამის თხოვნით მიმართონ კონკრეტულ უწყებებს, რის შემდეგაც მათთვის ციხის კარი გაიხსნება.

ჩვენი გზავნილი არის ის, რომ თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს დანაშაულს, მათ მიმართ გატარდება შესაბამისი ზომები, კერძოდ, შესაბამისი პირები დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის დანაშაული, რომელიც მათ აქვთ თავის დროზე ჩადენილი – ვგულისხმობ ძალადობას, რომელსაც ისინი იყენებდნენ აქციების დროს.

ეს პოზიცია ძალაში რჩება: შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს, როდესაც კონკრეტული პირები შესაბამის ორგანეოებს საკუთარი განცხადებით მიმართავენ, ეს ჩვენი პოზიცია არის ძალაში.

როდესაც ამ რადიკელებს, უცხოურ აგენტურას არ უხარია ადამიანების გარეთ გამოსვლა, მათ მიერ საპატიმროების დატოვება, ეს თავისთავად მეტყველებს, რა არის მათი რეალური მიზანი, მათი ერთადერთი მიზანი არის რადიკალიზაცია, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება. ჩვენ გვაქვს სხვა დღისწესრიგი”- თქვა ირაკლი კობახიძე.

სიახლეები

“დიახ, არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას“ – ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა...

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...