მთავარისიახლეებირუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

Published on

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს – მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების გარდა, კრემლის მკაცრი კონტროლის ქვეშაა და რეალურ ოპოზიციურ ალტერნატივას არ წარმოადგენს.

რუსული მედიის ინფორმაციით, არჩევნების შედეგად რუსები 20 700 დეპუტატს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს აირჩევენ. საკუთარი არჩევანი 111 მილიონზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ უნდა გააკეთოს.

რუსეთის 450-წევრიან სახელმწიფო დუმას პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.

კენჭისყრაში მონაწილეობს 10 პარტია: პუტინის პარტიად წოდებული „ედინაია როსია“(ერთიანი რუსეთი), კომუნისტური პარტია, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, „ახალი ხალხი“ და „სამართლიანი რუსეთი“, რომლებიც წინა, მერვე მოწვევის დუმაშიც წარმოდგენილი იყვნენ და „პენსიონერთა პარტია სოციალური სამართლიანობისთვის“, „რუსეთის კომუნისტები“, „როდინა“(სამშობლო), „მწვანეები“ და „პირდაპირი დემოკრატიის პარტია“.

არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის არცერთი არ წარმოადგენს პუტინის ხელისუფლების რეალურ ოპოზიციას.

18 სექტემბერს რუსეთში დაიწყო სახელმწიფო დუმის არჩევნები, რომელიც სამ დღეს გასტანს და 20 სექტემბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის ხელყოფით ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ვადაზე ადრე, აგვისტოს ბოლოდან 17 სექტემბრამდე ჩაატარა უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით...

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...