მთავარისიახლეებისაზოგადოებარუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტების მომართვიანობა შემცირებულია

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტების მომართვიანობა შემცირებულია [Video]

Published on

ბოლო კვირის განმავლობაში, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტების მომართვიანობა შემცირებულია – ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებულია 4 კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომლებიც ზუგდიდელი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  ამ დროისთვის  რუხის საუნივერსიტეტო  კლინიკაში მოთავსებული  10 პაციენტიდან  6 ცხელების ნიშნითაა მოთავსებული.  რაც შეეხება  ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს, ბოლო მონაცემებით  იქ 41 პირი იმყოფება. რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 23 პირია თვითიზოლაციაში.  სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1853 პირზე.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში განოიკვლიეს 110 ნიმუში, საიდანაც  ყველა უარყოფითია. საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...