მთავარისიახლეებისაზოგადოებაასოციაცია "მერკური" პანდემიის დროს ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის მომსახურებას დისტანციურად უწევდა და საკვებ...

ასოციაცია “მერკური” პანდემიის დროს ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის მომსახურებას დისტანციურად უწევდა და საკვებ პროდუქტებსაც აწვდიდა [Video]

Published on

COVID-19 პანდემიის პერიოდში ასოციაცია „მერკური“ სისტემატურად  ეხმარებოდა  უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩენილ ბენეფიციარებს. პირველი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ორგანიზაციის თანამშრომლების შემოწირული თანხით იყო შესყიდული, აღდგომის წინ დარიგდა. მერკურის ხელმძღვანელის ნანა თოდუას თქმით, დღევანდელი აქცია ხორციელდება ასოციაცია „მერკურის“ პარტნიორი ორგანიზაციის Humandoc Foundation-ის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. ორგანიზაციამ ბენეფიციარებს დაურიგა პაკეტი, რომელშიც შედის საკვები პროდუქტების ნაკრები, ერთი ტომარა ფქვილი  და ჰიგიენის საშუალებები.

დღეს ასოციაცია „მერკური“  35 ბენეფიციარს დაეხმარა. სულ კარანტინის და მის შემდგომ პერიოდში ასოციაციამ დახმარება 100-ზე მეტ ოჯახს გაუწია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...