მთავარისიახლეებისაზოგადოებამულტიკულტურული განათლება - კახათის 1-ლი საჯარო სკოლის პრიორიტეტი, რომელიც პანდემიის დროსაც...

მულტიკულტურული განათლება – კახათის 1-ლი საჯარო სკოლის პრიორიტეტი, რომელიც პანდემიის დროსაც კი წარმატებული გამოდგა [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლები წელს პანდემიის გამო ისევე, როგორც სხვა სკოლების მოსწავლეები,  განსხვავებულ გარემოსა და ონლაინსწავლების რეჟიმში ამთავრებენ სკოლას, თუმცა ამას ელენესთვის, ანასა და მარიამისთვის ხელი არ შეუშლია, რომ წარჩინებულები ყოფილიყვნენ და სკოლა ოქროს მედალზე დაემთავრებინათ. გარდა იმისა, რომ  საგანმანათლებლო პოლიტიკა სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებულ სასკოლო სასწავლო გეგმას ემყარება, სკოლის პრიორიტეტია მულტიკულტურული განათლების გზით მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნის სინთეზი და მისი დაკავშირება ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან, ამაში მათ გერმანული ენის კლას-კაბინეტი და ამ მიმართულებით არსებულ პროექტებში მონაწილეობა ეხმარებათ.

სასწავლო და ღმზრდელობითი პროექტები მოსწავლეებს მათი პრობლემების დანახვის და   გადაჭრის ახალი მიდგომების ჩამოყალიბებაში, მრავალმხრივი ინტელექტის რეალიზებასა და ევროპული განათლების მიღების პროცესში ეხმარება. თითოეული მოსწავლე სკოლის ასაკიდანვე იბრძვის თვითდამკვიდრებისთვის და მომავალი პროეფესიული წარმატებისთვის ნაბიჯებს აქედანვე დგამს.

პანდემია ახალი გამოწვევაა ყველა სფეროში, კახათის სკოლის მე-11 კლასელი ფლექსის მონაწილე მარიამ კოდუა ამერიკიდან  კორონავირუსის გამო 2 თვით ადრე ჩამოვიდა, თუმცა, გამოცდილება საკმაოდ დაუგროვდა და ახლა გეზი ისევ ამერიკისკენ აქვს, საბოლოოდ იქ სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობს.

ელენე, სესილი და და ანა აბიტურიენტები არიან, სკოლამ ისინი წარმატების გზებს აზიარა და ახლა უკვე ახალ ასპარეზზე ახალი იდეებით და გამოწვევებით გადიან

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...