მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიაში მოსახლეობა კილომეტრნახევრიანი ქუჩის მთლიანად მოასფალტებას ითხოვს

ანაკლიაში მოსახლეობა კილომეტრნახევრიანი ქუჩის მთლიანად მოასფალტებას ითხოვს [Video]

Published on

ანაკლიაში მოსახლეობა გზის სრულად გაკეთებას ითხოვს. დგებუაძის ქუჩის მცხოვრებლების პროტესტი დღეს დილით დაწყებულმა სამუშაოებმა გამოიწვია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლება კილომეტრნახევრიანი გზის სრულ მოასფალტებას დაპირდა, თუმცა დღეს სამუშაოები ქუჩის შუა ნაწილიდან დაიწყო და მოსახლეობას განუმარტეს, რომ მხოლოდ 500 მეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ  ხელისუფლებამ ისინი უყურადღბოდ დატოვა და წელს საკურორტო სეზონზე ტურისტების მიღებას ვერ შეძლებენ, რადგან გზაზე საშინელი მტვერია და ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია.

საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან დათა შელია ამბობს, რომ ადგილობრივების მოთხოვა სამართლიანია და უნდა მოხდეს მთლიანი ქუჩის მოასფალტება, როგორც ეს პროექტში იყო.

ანაკლიის თემასთან დაკავშირებით ჩვენ ზუგდიდის მერიას დავუკავშირდით, უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ქუჩის პროექტი ორეტაპიანია და ნაწილ-ნაწილ კეთდება, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, როდის დასრულდება პროცესი, მოხდება ეს წლის ბოლონმდე თუ  მოხდება ვადების გადაწევა.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...