მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში გარემოვაჭრეებს მუშაობის უფლებას ისევ არ აძლევენ

ზუგდიდში გარემოვაჭრეებს მუშაობის უფლებას ისევ არ აძლევენ [Video]

Published on

ზუგდიდში  ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს პოლიციამ და მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფმა ვაჭრობის უფლება არ მისცა.  ზოგიერთ მოვაჭრეს კი  მათი კუთვნილი სკამი და ყუთები ნაგვის ურნაში და დასუფთავების მანქანაში  გადაუყარეს.  გარემოვაჭრეების თქმით, რამდენიმეთვიანი უმუშევრობის გამო ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, მერია  კი  მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.  მერიის ინფორმაციით, გარევაჭრობა აკრძალულია. უწყებაში განმარტეს რომ მუშაობენ ალტერნატიულ ფართზე. გარემოვაჭრეების თქმით, კი მერიას აარერთხელ მიმართეს დახმარებისთის, თუმცა უშედეგოდ. ისინი აქციებს აანონსებენ და ამბობენ, რომ საპროტესტო გაქციენს მანამ გააგრძელებენ,  სანამ  მათ  ვაჭრობის უფლებას არ მისცემენ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...