პანდემიის დროს ბავშვებს მშობლის მხარდაჭერა ჭირდებათ [Video]

0
663

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი პანდემიის დროს საქართველოს განათლების სისტემამ  დისტანციურ სწავლას მიმართა. ანანო და ნანო  ხასაიები ტელესკოლის აქტიური მონაწილეები არიან მისი  გახსნის დღიდან. მათ ასევე აქვთ თავიანთი  ინტერნეტ სკოლა, რომელსაც „ანანო და ნანოს სკოლა“ ეწოდება.  სკოლაში ჯერჯერობით ერთი თანატოლია გაწევრიანებული, რომელსაც ხატვას და მათემატიკას ასწავლიან.  ხასაიებმა  ახალი საგანმანათლებლო გასართობი ამ სახით იპოვეს, პატარა მოდერატორები გახდნენდა ცოდნასაც იღრმავებენ. ანანოს თქმთით, კორონავირუსის გამო სახლში ყოფნის მიუხედავად ის დროს მხიარულად ატარებდა, ნანოს თქმით, კი მას ძალიან ენატრება ბავშვები.ანანო და ნანოს დედის  თქმით, გოგონები  ტელესკოლის გარდა  ონლაინ გაკვეთილებსაც ესწრებიან.   ქ-ნი ნანა თვლის, რომ მშობლის ჩართულობა და აქტიურობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია. ყველა  ასაკის ბავშვი  სხვადასხვა გზებით გამოხატავს და პასუხობს არსებულ სიტუაციას, ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვებს მშობლების და უფროსების  სიყვარული და მხარდაჭერა სჭირდება. პანდემიის დროს ოჯახში ფუნქციებს ყველა თანაბრად ინაწილებს, მშობლები ითავსებენ როგორც პედაგოგის ფუნქციას, ასევე თანატოლის როლსაც ირგებენ.

წინა სტატიაზუგდიდში გარემოვაჭრეებს მუშაობის უფლებას ისევ არ აძლევენ [Video]
შემდეგი სტატიაპანდემიის დროს გაშენებული სათბური რომელიც ოჯახის შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური