ოკუპანტებმა სუფელ მუჟავადან სამი ადამიანი გაიტაცეს [Video]

0
1147

ოკუპანტებმა სუფელ მუჟავადან, სავარაუდოდ, სამი ადამიანი გაიტაცეს. , ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათ ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევას ედავებიან.

 არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 6 ივნისს საღამოს მოხდა, მაგრამ მათი ოჯახების წევრებმა ამის შესახებ მხოლოდ ერთი დღის სემდეგ, გუშინ შეიტყვეს. გატაცებულები არიან ბიძაშვილები მათე და მიხეილ ლამანძიები, რომლებიც მეზობელთან, ბაჩანა კვირკვიასთან ერთად ჯართს აგროვებდნენ.

ერთ ერთი გატაცებულის, ბაჩანა კვირკვიას ძმა ამბობს, რომ მის ძმას გულის პრობლემები აქვს და წამლები თან არ აქვს. მისივე თქმით, ახალგაზრდები ჯართს გაჭირვების გამო აგროვებდნენ

“გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული, რომ ცემონ არ შუძლია, წალმებიც არ აქვს, ყველაფერი სახლში აქვს” – ამბობს ბაჩანა კვირკვიას ძმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ მუჟავაში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ სამი ადამიანის უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, მათ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

წინა სტატიაორშაბათიდან ტვ ,,პირველის,, გენერალური დირექტორი მე გავხდები – ვატო წერეთელი ინგა გრიგოლიას გადადომას ეხმაურება
შემდეგი სტატიაკორონავირუსი წყლით არ გადადის, ამიტომ ზღვაში ბანაობა სახიფათო არ არის – პაატა იმნაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური