მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ რუხში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

სოფელ რუხში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა [Video]

Published on

სოფელ რუხში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობის თქმით, კერძო საწარმო ქვა-ღორღის მოსაპოვებელ სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც სოფელში აღარ დარჩა საძოვრები, რადგან სულ გადათხრილია და, თუ საძოვრები არ იქნება სოფელში ცხოვრებას აზრი არ ექნება. ამიტომ მერიას მიმართავენ თხოვნით, რომ  რეაგირება მოახდინონ  ამ საკითხზე.

ზუგდიდის მერის გიორგი  შენგელიას განცხადებით, ქვა-ღორღის მომპოვებელი საწარმო იმ სალიცენზიო ტერიტორიის ფარგლებში მუშაობს, რომელიც მისთვის გაცემულია 2017 წელს. მერის ინფორმაციით, ქვა-ღორღის მომპოვებელ კერძო საწარმოზე ლიცენზია მუნიციპალიტეტს არ გაუცია და ეს ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა. შენგელიას თქმით, ისინი მოსახლეობას უახლოეს დღეებში მიაწვდიან პასუხს, ხოლო მანამდე საწარმოში შეჩერებული იქნება სამუშაოები.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...