მთავარისიახლეებიპოლიტიკაინციდენტი ზუგდიდის საკრებულოში - ბიზნესმენი მანანა მიქავა საკრებულოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდა

ინციდენტი ზუგდიდის საკრებულოში – ბიზნესმენი მანანა მიქავა საკრებულოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდა [Video]

Published on

ხმაურის ფონზე ჩატარდა საკრებულოს სხდომა,სადაც ბიზნესმენი მანანა მიქავა საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკრებულო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვაზე გადადიოდა, რომელიც გულუას პარკის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას ითვალისწინებდა. ბიზნესმენმა საკრებულოს თავმჯდომარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მამუკა წოწერია მიწის გასხვისების საკითხში პირად ინეტერესებში დაადანაშაულა, მან წოწერიასთვის წყლის შესხმა მოინდომა და “ნაგავი” უწოდა.

მამუკა წოწერია უარყოფს მიქავას ბრალდებებს და აცხადებს, რომ მას ქონდა შესაძლებლობა თავისი სიმართლე სასამართლოში დაემტკიცებინა და რადგან სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია, ქალბატონმა მანანამ სასამართლოს უზენაესობას პატივი უნდა სცეს. ინციდენტისას მანანა მიქავა შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გრიგადის გამოძახება აუცილებელი გახდა.

მიქავას ადვოკატი ნანა ფირცხელავა მამუკა წოწერიას მიმართ  სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

ასვე დღეს ზუგდიდის საკრებულომ თანხმობა მისცა მერიას ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის დადგმაზე. საკითხის განხილვას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, საკითხს კენჭი ხმათა უმრავლესობით უყარეს.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...