მთავარისიახლეებისაზოგადოებადევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში COVID-19 გავრცელების პრევენციის მიმართულებით სამუშაოები ხორციელდება

დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში COVID-19 გავრცელების პრევენციის მიმართულებით სამუშაოები ხორციელდება [Video]

Published on

პანდემიის პირობებში ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიცაა დევნილთა კოლექტიური ჩასახლებები,   ცენტრი „აფხაზეთი“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით   COVID-19 გავრცელების პრევენციის მიმართულებით პროექტზე მუშაობს. სამეგრელოს რეგიონში სულ 50 კოლექტიურ ცენტრში ჰიგიენური საშუალებები დარიგდა და დეზინფექცია ჩაუტარდა ჩასახლებებს, ასევე დარიგდა საკვები პროდუქტები.

ცენტრი ამჯერად  კვლევას ატარებს, როგორც პროექტში ჩართული სპეციალისტები ამბობენ, დევნილთა კოლექციურ ცენტრებში კორონავირუსმა მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. კვლევა მოწყვლად ჯგუფებს – შშმ პირებს  ეხება.

ცენტრი „აფხაზეთი“  პანდემიის დროს ონლაინ ტრენინგებს  ატარებს  თმაზე   „თემი, თემის ლიდერი და COVID-19”.  სემინარებზე თემის ლიდერებს აცნობენ   ინფორმაციას დასახლებათა გაერთიანებაზე, თემის ლიდერის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებზე. გარდა ამისა, სემინარებზე ვრცელი კურსი ეთმობა კორონავირუსის თემას.სემინარების შემდეგ თემის ლიდერები ღებულობენ კოლექტიურ ცენტრებში საერთო მოხმარების ადგილების – საპირფარეშოების, სამზარეულოებსი, დერეფნების, კიბეებისა  და სხვა – დასასუფთავებელ ჰიგიენურ საშუალებებს და, ასევე, გასავრცელებელ სხვადასხვა პუბლიკაციებს კორონავირუსის თემაზე.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...