მთავარისიახლეებისაზოგადოებადაზარალებული ფერმერები ცაიშში კიტრის მეორე მოსავალს ელოდებიან

დაზარალებული ფერმერები ცაიშში კიტრის მეორე მოსავალს ელოდებიან [Video]

Published on

ბელა გიჯაშვილი პროფესიით იურისტია, ლეიტენანტ-მაიორის წოდება აქვს, თუმცა 4 წლის წინ დედაქალაქიდან სოფელში გადმოსახლდა და ხელი სოფლის მეურნეობას  მიყო. თავიდან აგრონომების კონსულტაციით კიტრის მცირე სათბური გააშენა, ახლა კი 1200 კვადრატულ მეტრზე 2 ჯერ იწევს მოსავალს და წელიწადში  10 ტონამდე კიტრის რეალიზაციას ახდენს. თუმცა წელს, პანდემიამ სევე, როგორც სხვა ფერმერებს, პრობლემები მასაც შეუქმნა და ათასობით ლარის ზარალი ნახა.ამბობს, რომ სახელმწიფომ ფერმერებისთვის ანნტიკრიზისული გეგმა კი შეიმუშავა, თუმცა, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რადგან მისი თქმით, ეს მიზერული დახმარებაა იმასთან შედარებით, რა ზარალიც ფერმერებს აქვთ. ფიქრობს, რომ აგროდაზღვევის პროგრამა შედარებით მორგებულია ფერმერის საჭიროებებს და სურს, რომ ამ პროგრამით ისარგებლოს, ასევე მსგავსი რეალობის შემთხვევაში, სამომავლოდ სხვა გათვლებიც აქვს. ბელა გიჯაშვილი სამომავლოდ პომიდვრის სათბურის გაკეთებას და მეურნეობის გაფართოებას აპირებს, ამბობს, რომ ადგილობრივი პროდუქციის წარმოება უნდა გაძლიერდეს და ამისთვის სახელმწიფომ მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...