რა ბედი ელით მკაცრი რეგულაციების ფონზე გახსნილ კაფე-ბარებს და რესტორნებს [Video]

0
539

ღია ტიპის რესტორნებს და კაფე-ბარებს, რომლებიც სამთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობას აახლებენ, მკაცრი რეგულაციების დაცვა მოუწევთ, განსხვავებული იქნება წესები ვიზიტორებისთვისაც. სტუმრებმა დისტანცია უნდა დაიცვან, მაგიდების უსაფრთხო  განლაგებასა და განახლებულ მენიუზე არტ-ჰაუსის მენეჯმენტმა უკვე იზრუნა და მომხმარებლისთვის ფასები შეამცირა. შიდა სივრცეში მაგიდებსა და დასაჯდომ ადგილებს შორის დისტანცია 6 ნაბიჯი, ანუ ორი მეტრია, სკამის საზურგეებს შორის კი ერთი მეტრი, ერთ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტი ვერ დაჯდება. სწორედ ამ რეგულაციების გამო მცირე ზომის კაფე-ბარები დახურვის საფრთხის წინაშე დგანან. გვანცა აბსანძე ჰოსტელ ბუდის მენეჯერიცაა, ამბობს, რომ პანდემიის გამო თანამშრომლების გათვისუფლებამ მოუწია, რადგან გაჩერებულ ჰოსტელს  ფინანსური პრობლემები შეექმნა. ერთ-ერთი პრობლემა,  რასაც  გვანცა ჰოსტელთან მიმართებაში ხედავს,  ზაფხულში კონდიციონერის აკრძალვა და ჰოსტელისთვის დამახასიათებელი მჭიდრო დისტანციაა. რეგულაციების თანახმად, კაფე-ბარებისა და რესტორნების სტუმრებს COVID 19-ისთვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი არ უნდა ჰქონდეს და ყველა ის მითითება უნდა შეასრულოს, რასაც ობიექტი აწესებს

წინა სტატიაორთვიანი დაპაუზებული ბიზნესი – სასტუმროები ტურისტების მოლოდინში არიან [Video]
შემდეგი სტატიათამარ თორაძე ამერიკაში ტრეფიკინგის მუხლითაა ბრალდებული
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური