მთავარისიახლეებისაზოგადოებაორთვიანი დაპაუზებული ბიზნესი - სასტუმროები ტურისტების მოლოდინში არიან

ორთვიანი დაპაუზებული ბიზნესი – სასტუმროები ტურისტების მოლოდინში არიან [Video]

Published on

სასტურმო „ნანა-ტური“  ისევე, როგორც სხვა სასტუმროები, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო რამდენიმე თვეა სტუმრებს ვერ იღებს. მაღალი დონის კერძო სასტუმრო აპარტამენი ერთ ჯერზე 10 ტურისტს ემსახურება. ძირითადად  ადგილებს  უცხოელები ჯავშნიან, იზიდავთ აქაური გარემო და სტუმარ-მასპინძლობის დახვეწილი ფორმა. ყოველ სეზონზე აქ ყველა ნომერი დაკავებულია. ნანა-ტურმა პანდემიამდე მიღებული ყველა ჯავშანი გააუქმა, რამაც ფინანსურად პრობლემები შეუქმნა.პანდემიის დროს ბიზნესის კრეატიულობაზე იფიქრა და აქ მოსულ სტუმარს უკვე სიახლეები დახვდება, ბაღი, რომელიც ჯერ კიდევ შენების პროცესშია, ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად უნდა აქციოს. ხილის და  ბოსტნეულის მოხმარება და საჭმლის დამზადება ყველა ტურისტს სურვილისამებრ შეეძლება.გარდა იმისა, რომ სტუმრებს ადგილზე იღებს და მაღალი გემოვნების, ხარისხიან  გარემოს სთავაზობს, ტურისტული კომპანიაც აქვს ტურისტებს  გიდობას უწევს, ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებინებს და ჩვენი კუთხის ტურისტულ სანახაობებს აცნობს.ტურისტული კომპანიის და საოჯახო სასტუმროს პარალელურად ნანა არაჩემია მძროლ-ინსტრუქტორი და საერთაშორისო ავტომრბოლელია, 50 წელზე მეტია საჭესთან ზის და არაერთი საერთაშორისო ავტორბოლის გამარჯვებულია. მოწვევა ესპანეთშიც ქონდა, თუმცა პანდემიის გამო გააუქმა

დროს ზომიერად ანაწილებს, ეზო, ბაღს, ბოსტანს, ყველაფერს საკუთარი ხელით ამუშავებს, ამბობს, რომ ახლა ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ჯანსაღი კვებაა და ადამიანებს მიწა უნდა უყვარდეთ

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...