მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ ტყუილი დაპირებები მისცა ხალხს, როცა განაცხადა, რომ სოფლის...

გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ ტყუილი დაპირებები მისცა ხალხს, როცა განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობას ააღორძინებდა [Video]

Published on

“ახალი საქართველოს” ლიდერმა და ოპოზიციის სხვა წევრებმა გააპროტესტეს აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული მარცვლეულის საშრობი ცენტრის უფუნქციოდ დატოვება. მათი თქმით, აღნიშნული ცენტრი 2012 წლის შემდგომ აღარ ფუნქციონირებს, რაც მრავალ პრობლემას უქმნის სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას. გიორგი ვაშაძის თქმით ცენტრი, რომელიც იტალიური ტექნელოგიით აშენდა, ქართულმა ოცნებამ გააჩერა და ასე ნადგურდება სოფლის მეურნება. ვაშაძის თქმით აბაშა და სამეგრელოს რეგიონი ცნობილია მარცვლეული კულტურით და მსგავსი მაღალი დონის საშრობი ცენტრის გაჩერება უდიდესი პრობლემაა ქვეყნისთვის. ხელისუფლების მიერ წარდგენილ სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერ ანტიკრიზისულ გეგმს ოპოზიცია დიდ ტყუილსა და ფარსს უწოდებენ.  ოპოზიციის წევრების თქმით, ქვეყანაში, სადაც ათობით ასეთი პროექტია გაჩერებული, მითუმეტეს კორონავირუსის დროს, როცა მოსახლეობას ძალიან უჭირს, წინსვლა ამ ხელისუფლების პირობებში აღარ ექნება. გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ ტყუილი დაპირებები მისცა ხალხს, როცა განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობას ააღორძინებდა, რადგან რეალურად  ასეთი  გაჩერებული  ობიექტების ფონზე ეს ვერ მოხდება. მისივე თქმით, 700 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწაა აუთვისებელი და უდიდესი პოტენციალის გამოყენება არ ხდება. ვაშაძის განცხადებით, არ შეიძლება, ისეთი პოტენციალის ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ასეთი ღარიბი და მშიერი იყოს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...