მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია

ზუგდიდში დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია [Video]

Published on

დღეიდან ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია. მოქალაქეებს მგზავრობა  ახალი წესების დაცვით მოუწევთ  ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით.

ტრანსპორტში ასასვლელად აუცილებელი პირობაა პირბადე,  სამარშრუტო ტაქსებში იკრძალება მგზავრების ფეხზე დგომა.  ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების თანახმად საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიცირება გამორთული იქნება.წესების დაცვასა და კონტროლს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, მუნიციპალური ინსპექცია და საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.

 შეგახსენებთ, რომ  29 მარტიდან სამეგრელო -ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებებიდან გამომდინარე ყველანაირმა საზოგადოებრივმა სატრანსპორტო  საშუალებებმა მთლიანად შეწყვიტა მოძრაობა, რაც მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახდა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...