მთავარისიახლეებისაზოგადოებაფახულანში სამოქალაქო აქტივისტებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

ფახულანში სამოქალაქო აქტივისტებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს [Video]

Published on

სამოქალაქო აქტივისტები,მოძრაობა ,,ხმას,, წევრები ფახულანში, ე.წ.საზღვართან ჩავიდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის დროშები მიიტანეს საგუშაგოსთან. ამით კიდევ ერთხელ გამოხატეს რუსული აგრესიისა და ბორდერიზაციის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება : ,,ჩვენ ამ აქციით ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას და რამდენიმე დღის წინ დაწყებულ ბორდერიზაციის პროცესს, რუსეთი ადრე შიდა ქართლში აქტიურობდა, თუმცა უკვე აფხაზეთსაც გადაწვდა და სამეგრელოს ტერიტორიების ბორდერიზაცია დაიწყო. ჩემი აზრით, ეს გამოწვეულია იმ განცხადებებით, რასაც ევროკავშირის ქვეყნები აკეთებენ. ჩვენ დავანახებთ ყველას, რომ არ დავთმობთ ტერიტორიებს და ამისთვის აუცილებელია სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს, მაგრამ ეს არ იქნება ომით, არამედ ეს იქნება მშვიდობიანად,, _ განაცხადა აქციის ერთ_ ერთმა ირგანიზატორმა ბაჩანა ქანთარიამ. დღესვე აქტივისტებმა ,,ახალი ლიდერების ინიციატივისა,, და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ე.წ.საზღვარზე მცხოვრებ 15_მდე ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს.

რუსმა  სამხედროებმა ბორდერიზაციის პროცესი  ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან 20 მაისს განაახლეს,  მანამდე კი  მავთულხლართები წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე ოკუპირებულ საბერიოში გაავლეს

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...