მთავარისიახლეებისაზოგადოებაპანდემიის შემდეგ სარეაბილიტაციო ცენტრის ფუნქციონირების აღდგენას ზუგდიდში სხვადასხვა დარღვევების მქონე...

პანდემიის შემდეგ სარეაბილიტაციო ცენტრის ფუნქციონირების აღდგენას ზუგდიდში სხვადასხვა დარღვევების მქონე უამრავი შშმ პირი ელოდება [Video]

Published on

პანდემიის შემდეგ  სარეაბილიტაციო ცენტრის ფუნქციონირების აღდგენას  ზუგდიდში სხვადასხვა დარღვევების მქონე უამრავი შშმ პირი ელოდება. ეს არის ერთადერთი ადაპტირებული ცენტრი ქალაქში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. ცენტრი ემსახურება როგორც შშმ პირებს, ისე რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ადამიანებს. პანდემიის დროს ისევე, როგორც ყველა ობიექტი, ეს ცენტრიც დაიხურა, თუმცა სპეციალისტები უკვე მიღებულ პაციენტებს ონლაინკუნსალტაციებს უწევენ.

ცენტრში დასაქმებულია ნევროლოგი. ოკუპაციური თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტები, ფსიქოლოგი და მეტყველების სპეციალისტი. არასამთავრობო ორგანიზაცია „კორპორაცია პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის“ ახორციელებს იუსაიდის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რეაბილიტაციის ცენტრების გაძლიერება საქართველოში, რომლის ფარგლებშიც თანაზიარის სპეციალისტები გადიან ონლაინ-ტრენინგებს.თითოეული მათგანი ამერიკელ სპეციალისტებთან ერთად ახლაც ჩართულია  დისტანციურ ტრენინგში და მათი  დახმარებით  იძენენ უნარ-ჩვევებს რომელიც სამომავლოდ მსგავ სიტუაციებში მუშაობისას უნდა გამოადგეთ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში  რეაბილიტაციის ცენტრში მომსახურება გაეწია 154 ადამიანს. ბენეფიციარებს სპეციალისტები ადგილზე უდგენენ, თუ რა სახის სარეაბილიტაციო პროცედურები და რა მეთოდის გამოყენება დასჭირდებათ. სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნილია რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრის „თანაზიარი“ ბაზაზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან  პროექტებს ახორციელებს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...