მთავარისიახლეებისაზოგადოებასაცხენოსნო კლუბი „ხარება“ პანდემიის გამო დოღებში მონაწილეობას ვერ ახერხებს

საცხენოსნო კლუბი „ხარება“ პანდემიის გამო დოღებში მონაწილეობას ვერ ახერხებს[Video]

Published on

ამ ადგილას მოხვედრის შემდეგ დადებითი ემოციები და შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ. ეს არის საცხენოსნო კლუბი „ხარება“, რომელიც მამა იაკობ ეხვაიამ 2015 წელს ჩამოაყალიბა და დღეს აქ უკვე 20 -მდე სუფთა სისხლის ცხენი ყავთ.
ეს ყველაფერი დაახლოებით რვა წლის წინ დაიწყო, როცა მამაოს მეგობარმა ცხენი აჩუქა, რაც მისთვის შთაგონების წყარო გახდა. მეგობარს ბევრჯერ ჰქონდა მამაოსგან მოსმენილი, რომ მისი სურვილი იყო საცხენოსნო ტრადიციის აღდგენა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი და დღეს უკვე „ხარება“-ს ჩემპიონი ცხენები ყავს, სახელებით, „ხარება“, „შავი ბრილიანტი“, „პეტრა“, „ლიმონა“, „მურზა“, „ზუგდიდი“, „ბედია“ და სხვები.
ამ ცხენების უფრო მეტი წილი სპორტული ჯიშისაა და სუფთა სისხლის სადოღე ცხენები არიან. მამა იაკობმა როგორც გვითხრა, საცხენოსნო კლუბის გახსნის მთავარი მიზანი, ტრადიციული ეროვნული საცხენოსნო კულტურის აღდგენა და მისდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო, რითაც ქართული ცხენოსნობა ოდითგანვე გამოირჩეოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მეხუთე წელია კლუბი ფუნქციონირებს, მათ ამ დროის მანძილზე ბევრი ტიტული აქვთ მოპოვებული და თითქმის ყველა დოღიდან გამარჯვებულები დაბრუნებულან.
მამა იაკობის თქმით, ყველა ცხენს თავისებური ხასიათი აქვს და მიდგომა სჭირდება.
მისივე თქმით, ცხენების მოვლა დიდ შრომასთან, ენერგიასთან, ცოდნასთან და რა თქმა უნდა გამოცდილებასთან არის დაკავშირებული.
პანდემიის გავრცელების საშიშროების გამო ბოლო თვეების გეგმები მთლიანად შეეცვალათ, ჩაიშალა რამდენიმე დაგეგმილი ღონისძიება, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ.
საცხენოსნო კლუბ „ხარება“-ს გააჩნია საჯინიბო ტერიტორია, რომელიც ახლახან შეიძინეს. მამაოს განმარტებით, ეს ტერიტორია როცა უკვე მიიღებს სრულყოფილ სახეს, მომავალში შესაძლებელი იქნება შეჯიბრებების გამართვა.
მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებიდან ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას გრძნობენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხენებისთვის საკვების დაფინანსება ხდებოდა, ამჟამად თანამშრომლებს მცირედი ხელფასებით ეხმარებიან.
მამაოს სურვილი ჰქონა აღდგენილიყო სოფელ რუხის ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შეჯიბრებები იმართებოდა და უძველესი ქართული სპორტი საკმაოდ წარმატებული იყო.
შარშან აგვისტოს თვეში კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა, სადაც საბა ეხვაიამ, რომელიც მამაოს შვილია და მამას ამ საქმიანობაში სხვა ოჯახის წევრებთან ერთად ეხმარება, გამარჯვება მოიპოვა. იგი „ბახმარო 2019“-ის გრან -პრის მფლობელი გახდა, კლუბის ერთ-ერთმა ცხენმა „ლიმონამ“ 4 800 მეტრიან გარბენში გაიმარჯვა. როგორც საბა გვიყვება მას ძალიან მოენატრა შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება.

ეკლესიის ეზოსთან, სადაც ასევე მამაოს მიერ არის დარგული უამრავი სახეობის მცენარე, რომელსაც მამაო თავადვე უვლის და საცხენოსნო კლუბი „ხარება“ – ამ ადგილიდან გამოსულ ადამიანს, განსაკუთრებული შთაბეჭდიელები დიდხანს გაყვება და მე როგორც ერთ-ერთი მათგანი, თქვენც გირჩევთ დადებითი ემოციების მისაღებად ეწვიოთ ამ საოცარად ლამაზ და საინტერესო ადგილს.

სიახლეები

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...

24 დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი – კიევში გლოვის დღეა

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა - დაღუპულებს...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...