17 წლის დავით მიქავა, თვითნასწავლი ოსტატია, რომელიც ზუგდიდანაა და ხის ნივთებზე 15 წლის ასაკიდან მუშაობს. ხის ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობის იდეა გაუჩნდა, მაშინ, როდესაც პირველად ნახა ტექნოპარკის გამოფენა. ის პირველი არასრულწლოვანი იყო, რომელიც მივიდა ზუგდიდის ტექნოპარკში, სადაც დააკვალიანეს და გააცნეს პროგრამა, შემდგომ კი თვითონ დახვეწა ამ პროგრამაზე მუშაობა. აკეთებს ინდივიდუალურ, ასევე კორპორაციული საღამოებისთვის სასაჩუქრე და სადღესასწაულო თემატიკის ნივთებს. ნამუშევრების რეალიზებას ფეისბუქ გვერდის მეშვეობით ახერხებს, ასევე დავითი თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან საქართველოშიც და საზღვარს გარეთაც, საიდანაც სხვადასხვა სახის შეკვეთებს იღებს.დავითი აბიტურიენტია, ის ბავშვობიდანვე გატაცებულია ხატვით და ამიტომაც სურს, რომ სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურაზე ჩააბაროს. დამთავრებული აქვს სამხატვრო სკოლა. იღებდა სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობას , საიდანაც მიღებული აქვს უამრავი დიპლომი და სერთიფიკატები. მისი თქმით, ბევრი იდეა აქვს, რის განხორციელებასაც ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებს, თუმცა იმედოვნებს, რომ გამოჩნდება ვინმე, ვინც ხელს შეუწყობს ამ იდეების განხორციელებაში.
რა დაგხვდებათ თვითნასწავლი ზუგდიდელის დავით მიქავას სახელოსნოში[Video]
- Tags
- video
სიახლეები
სიახლეები
„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“
"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...
მსოფლიო
205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს
205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს
"205 უკრაინელი...
სიახლეები
24 დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი – კიევში გლოვის დღეა
უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა - დაღუპულებს...
საზოგადოება
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...