მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაშიც აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაშიც აღინიშნა [Video]

Published on

სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის  ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა კახაბერ ტაბატაძემ, ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ მიულოცეს. ღონისძიების დაწყებამდე მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

პოლკოვნიკმა ტაბატაძემ სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული სამსახურისთვის  მადლობა გადაუხადა. სიტყვით მიმართვისას მან ქართული ჯარის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხილულ და უხილავ მტერთან ბრძოლაში გამარჯვება უსურვა.

დღესვე, ბრიგადის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენით დასრულდა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...