მთავარისიახლეებისაზოგადოებაპანდემიის გამო დახურული ბარ-რესტორნები რეგულაციების მოლოდინში

პანდემიის გამო დახურული ბარ-რესტორნები რეგულაციების მოლოდინში[Video]

Published on

პანდემიის საშიშროების გავრცელების გამო, რამდენიმე თვით დახურულ ბარ-რესტორან ელ ბარკოს, პირველი სტუმრის სტატუსით ჩვენი გადამღები ჯგუფი ეწვია.
ელ ბარკო – მყუდრო, განსხვავებული ინტერიერითა და გარემოთი გამორჩეული ადგილია, რომელმაც ამ სფეროში საკუთარი ადგილი მალევე დაიმკვიდრა და რაც მთავრია, ზუგდიდელებისთვისა და ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ და მიმზიდველ ადგილად იქცა.
ელ ბარკოს ერთ-ერთი დამფუძნებელი იაგო ფასანძე გვიამბობს, თუ როგორ მოიპოვა მოკლე დროში საკუთარი ნიშა.
ელ ბარკოში მისული სტუმარი აუცილებლად მიხვდებოდა და იგრძნობდა იმ იშვიათი და ნატურალური პროდუქტების გემოს, რითაც კერძები მზადდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ორ თვეზე მეტია ელ ბარკო დახურულია, იაგო ამბობს, რომ ამ ხნის მანძილზე აქვთ გარკვეული პოზიტიური სიახლეები ბიზნეს საქმიანობის კუთხით.
იაგოს თქმით, პანდემიის გამო გამოწვეული ზარალი დაახლოებით 24 ათასი ლარია და იგი იმედს იტოვებს, რომ ელ ბარკო რამდენიმე კვირაში, დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებიდან კვლავ გაიხსნებს და სტუმრების სიახლეებით, ასევე ახალი რეგულაციების გათვალისწინებით მიიღებს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...