მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდის საკრებულოს წევრს ბათლომე შელიას ბრალი წარედგინა

ზუგდიდის საკრებულოს წევრს ბათლომე შელიას ბრალი წარედგინა[Video]

Published on

ზუგდიდის საკრებულოს წევრს “ევროპული საქართველოდან” ბათლომე შელიას ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში  ბრალი წარუდგინეს. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით,მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ამავე მიხლით წარედგინა ბრალი წითელი ჯვრის მოხალისე დათო ღურწკაიასაც. გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპურტატი უსამართლოდ მიიჩნევს. საქმე ეხება მასსა და სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც, აქტივისტის მტკიცებით, დეპუტატმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შელიამ პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე განაცხადა, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, მათ შორის გამოძიების მიკერძოების კუთხითაც, რადგან სამართალდამცველებს რეალურად არ აინტერესებთ რა და რატომ მოხდა სინამდვილეში. სწორედ ამიტომ, მარტო მის ნაწილს იძიებენ და სურთ ის მოძალადედ გამოიყვანონ.დეპუტატი ირწმუნება, რომ რეალურად ეს შეკერილი საქმეა პოლიტიკური სარჩულით, რასაც როსტომ ზარანდია არ ეთანხმება , მისი თქმით, პოლიტიკა არაფერ შუაშია.ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო უახლოეს 48 საათში იმსჯელებს

სიახლეები

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...