მთავარისიახლეებისაზოგადოებასტომატოლოგიური კაბინეტების უმრავლესობა ზუგდიდში ამ დრომდე არ გახსნილა- რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ...

სტომატოლოგიური კაბინეტების უმრავლესობა ზუგდიდში ამ დრომდე არ გახსნილა- რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ ცენტრებს[Video]

Published on

COVID 19 – ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში სტომატოლოგიურ კაბინეტებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა და ასევე შემოწმების გავლა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ მუშაობის განახლებას. თამარ ჩიხლაძის სტომატოლოგიური ნანო ცენტრი ზუგდიდში პირველი და ამ დრომდე ერთადერთია, რომელმაც სპეციალური მონიტორინგი წარმატებით გაიარა.
კლინიკაში მოხვედრის დროს რა სახის მომსახურებას გაივლიან პაციენტები და რისი გათვალისწინება მოუწევთ სტომატოლოგებს, ამის შესახებ აღნიშნული კლინიკის ადმინისტრატორი, თამარ ახალაია გვიამბობს.
თუ რამდენად არის გაძვირებული პანდემიის გამო სტომატოლოგიური მომსახურება, კლინიკის თერაპევტი ნანა წურწუმია ამბობს, რომ ფასები მცირედით არის გაზრდილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლო კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სტომატოლოგიური კაბინეტების 50%-ზე მეტი კონტროლის მოთხოვნებს ვერ ახერხებს და სწორედ ამის გათვალისწინებით ალბათ, ძალიან ბევრ სტომატოლოგიურ კაბინეტს მოუწევს დროებით დახურვა, მანამდე სანამ არ შეასრულებენ და გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რასაც მონიტორინგის სამსახური მათ ავალდებულებს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...