მთავარიUncategorizedსაქართველოში, შესაძლოა, ბევრად მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა აღრიცხული. ჩვენი სისტემა გაცილებით...

საქართველოში, შესაძლოა, ბევრად მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა აღრიცხული. ჩვენი სისტემა გაცილებით უკეთესია – აცხადებს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

Published on

,,ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია ”- განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე გუშინ, 22 მაისს.

„ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა უკეთესია. ამას ვამბობ როგორც ფაქტს, რადგან ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ჩვენ მეზობლებს ეპიდემიოლოგიის საწინააღმდეგო ძლიერი სისტემა ჰქონდეს. შესაძლოა, რომ 40 ათასი ტესტიდან, რომელიც საქართველოში გაკეთდა, ყველა პი-სი-არ ტესტი არ ყოფილა, არამედ მათი ნაწილი სწრაფი ტესტები იყო.

ჩვენთან სწრაფ ტესტებს არ აკეთებენ, ვინაიდან ისინი არ არის ზუსტი და სარწმუნო. საჭიროა იმის გაგება, გადიან თუ არა ტესტირებას პირები, ვისაც მძიმე რესპირატორული ვირუსული ინფექცია გააჩნია. მათ შორის შესაძლოა, იყვნენ კოვიდ-19-ის იოლი ფორმის მატარებლები, პნევმონიით გარდაცვლილი ყველა ადამიანი იყო თუ არა სტატისტიკაში შეყვანილი. საქართველოდან სომხეთში ჩასულ ადამიანებს შორის ბევრს გამოუვლინდა კოვიდ-19, მათ შორის მძღოლებს. სომხეთი გამჭვირვალედ წარმოადგენს თავის სტატისტიკას”, – აცხადებს მინისტრი ტოროსიანი.

იგი სვამს კითხვებს:

“განსხვავებები არის მოქალაქეებისთვის ტესტირებების ჩატარების მეთოდოლოგიაში. მე, რა თქმა უნდა, არ მაქვს 100%-იანი ინფორმაცია, გულწრფელად რომ ვთქვა, არც ვთვლი ამას ჩვენს პრიორიტეტულ საკითხად, მაგრამ შესაძლოა, რომ საქართველოში ჩატარებული 40 000-მდე ტესტიდან ყველა არ იყოს PCR-ტესტი. მათი ნაწილი, შესაძლოა, იყოს ექსპრეს-ტესტები, რომელსაც ჩვენ პრაქტიკაში არ ვიყენებთ, რადგანაც არ იმსახურებენ ნდობას. 

მეორე მხრივ, უტარებენ თუ არა ტესტებს კორონავირუსზე იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ინფექციის მარტივი სიმპტომები, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ? ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს, და არც მინდა, რომ ვიცოდე, ვინაიდან ეს ჩვენი პრობლემა არაა.

მესამე, კორონავირუსის სტატისტიკაში აღინიშნება თუ არა ის ადამიანები, რომლებიც პნევმონიით გარდაიცვალნენ და ამასთან მათთვის ჩატარებული ჰქონდათ დიაგნოსიტრება Covid-19-ზე? ჩვენთან ერთმნიშვნელოვნად აღინიშნება. ამასთან, ვაწარმოებთ ცალკე სტატისტიკას, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს გარდაცვალება სხვა მიზეზით დაუდგინდათ”, – თქვა ტოროსიანმა. 

მის ამ განცხადებას დაუყოვნებლივ უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც ბოდიშის ოხდა მოსთხოვა ტოროსიანს.

არ გვგონია, რომ ბატონ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მითუმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს.- განაცხადა მან. 

ტოროსიანს განცხადებას უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც

სიახლეები

დათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის წარმომადგენლებმა 27 ივნისს საპატიმროში ნინო დათაშვილი მოინახულეს, რის შემდეგაც...

შსს-მ 3 პირი იარაღის უკანონო ტარების, წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ჩვენებისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის...

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...