მთავარისიახლეებისაზოგადოებააღმოჩნდა თუ არა დამაბრკოლებელი ფაქტორი კოვიდინფექცია მეთხილე-ფერმერებისთვის - რას ყვება ორსანტიელი შადიმან...

აღმოჩნდა თუ არა დამაბრკოლებელი ფაქტორი კოვიდინფექცია მეთხილე-ფერმერებისთვის – რას ყვება ორსანტიელი შადიმან ხაზალია [Video]

Published on

ორსანტიელი ფერმერი შადიმან ხაზალია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც წინა წლებში ფიქრობდა, რომ თხილის გადარჩენა შეუძლებელი იყო, თუმცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ეს კულტურა შესაბამისი მოვლის პირობებში საუკეთესო მოსავალს იძლევა.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ შადიმან ხაზალიას თხილის შესაწამლი აპარატი გადასცა და პრეპარატებიც შეღავათიან ფასში მიიღო, რაც თხილის მოსავალზე აისახა.

სპეციალისტებმა გარდა ფაროსანსა, თხილში უამრავი დაავადება აღმოაჩინეს, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით უკვე რამდენიმე წელია ებრძვიან. ფერმერი ამბობს, რომ საკუთარ ნაკვეთზე მან ინდივიდუალური მიდგომა გამოიყენა და თხილის შეწამვლა დაწესებულ აგროვადებზე ადრე დაიწყო. აგრონომი როლანდ ხაზალია აცახდებს, რომ წელს აგროვადები  ამინდის გამო დაირღვა, თუმცა, ფერმერებმა შეძლეს ამ დრომდე- 5 -6 წამლობის ჩატარება. მთავარი პრობლემა მეთხილე-ფერმერებს კორონავირუსმა შეუქმნა, დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ხერხდებოდა გადაადგილება და წამლის შეძენა, თუმცა თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ მეთხილეებისთვის სპეციალური მოძრავი აგრომაღაზია შექმნა და პრეპარატები ფერმერებს სოფლებში ადგილზე მიაწოდა. გადარჩა თუ არა საბოლოოდ თხილი, ჯერჯერობით რთული სათქმელია,  ფერმერები და აგრონომები თანხმდებიან, რომ ჯერ ბოლომდე არც ფაროსანა გამქრალა და სხვადასხვა დაავადებები, რომელიც თხილს აქვს, მუდმივად წამლობას საჭიროებს. მავნებელი ფაროსანას სახით  საქართველოში  2016 წელს გავრცელდა და თხილის მოსავალი დააზიანა, მას შემდეგ სახელმწიფომ აქტიურად დაიწყო ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, რის შედეგადაც შარშან მავნებელი საგრძნობლად შემცირდა და თხილის მოსავალიც გაიზარდა. ფერმერებმა გასულ წელს ხარსხიანი თხილი მიიღეს და ფასიც 6-8 ლარამდე გაიზარდა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...