ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ფახულანის სათბურიდან ვარდები ზუგდიდის სამედიცინო ცენტრებს გადასცა [Video]

0
613

ვარდები, რომლებიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ზუგდიდის საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალს  გადასცა სამეგრელოს ერთერთი სათბურიდანაა, რომელიც USAID Zrda ს ფინანსური დახმარებით დაფუძნდა.  ეს პროგრამა უკვე მეოთხე წელია მხარს უჭერს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას. სამწუხაროდ, ეს სათბური, ისევე როგორც ბევრი სხვა ბიზნესი, COVID -19 პანდემიის გამო პროდუქციის რეალიზაციის  პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.ნიაზ შონიას ვარდების სათბური სამი წელია აქვს, აქ 7 სხვადასხვა სახეობის ვარდი მოყავს, წელს სრულ მოსავალს ელოდა, თუმცა, შექმნილი ვითარების გამო ვარდების მთლიანად გადაყრა მოუწია.ყვავილების შეძენით USAID მცირედით მაინც დაეხმარა ფერმერს და მადლიერება და პატივისცემა  გამოხატა საქართველოს ექიმების მიმართ,  რომლებიც  თავდაუზოგავად შრომობენ COVID-19-ის დასამარცხებლად.

“USAID-მა ეს ლამაზი ვარდები სამეგრელოში მდებარე სათბურიდან  შეიძინა, რომლიც USAID-ის პროგრამა “ზრდა”-ს მიერ მხარდაჭერილი ბიზნესია. ამ პროგრამის ფარგლებში  ხელს ვუწყობთ სოფლის ეკონომიკურ გაძლიერებას საქართელოში.  მრავალი სხვა  ბიზნესის მსგავსად, ეს ბიზნესიც ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დადგა კორონა ვირუსის პანდემიის დროს.

USAID ამ ლამაზ ვარდებს ზუგდიდის საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალს ჩუქნის, სადაც დღე და ღამე მუშაობენ ექიმები და  მედდები, რათა უმკურნალონ კორონა ვირუსით დაავადებულებს და ასევე სხვა პაციენტებს.

ამ ვარდებით მადლობას ვუხდით არამარტო ზუგდიდის საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალს, არამედ ყველა  ექიმს მთელ საქართველოში.

ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში, სხვადასხვა სახის მხარდაჭერას ვახორციელებთ, მათ შორის გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

ვემზადებით პანდემიის შემდგომ პერიოდისთვისაც და ეკონომიკის აღდგენისთვის მთელს საქართველოში, რაც  მარტო თბილისს, ბათუმს და სხვა დიდ ქალაქებს არ მოიცავს.

90-იანი წლებიდან, უკვე თითქმის 30 წელია გრძელდება USAID-ის პარტნიორობა საქართველოსთან – მთავრობასთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობასთან.

პარტნიორობა გრძელდება დღესაც, როცა საქართველოს მოსახლეობას კორონა ვირუსის პანდემიასთან გამკლავებაში  ვეხმარებით და გაგრძელდება და  გაიზრდება  მომავალშიც. კიდევ ერთხელ, ვსარგებლობთ რა დღევანდელი შესაძლებლობით, გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს სამედიცინო პერსონალს.:- განაცხადა USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა

წინა სტატიასაქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც 17 წლის, აფხაზეთიდან დევნილმა მარიამ ნარმანიამ პანდემიის დროს დაიწყო [Video]
შემდეგი სტატიადღეიდან თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები იხსნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური