COVID-19-მდე, საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანას, საჯარო სკოლებსა დაუნივერსიტეტებს, სრულად ონლაინ სწავლებაზე გადასვლის გამოცდილება არ ჰქონიათ, ამიტომ ბუნებრივია, რომ წარმოიქმნა ბევრი ტექნიკური და შინაარსობრივი პრობლემა. პანდემიის გამო, ისე როგორც ყველა სტუდენტი, ზუგდიდელი ივიკო შენგელიაც ონლაინსწავლებაში ჩაერთო, ამბობს, რომ ილიას უნივერსიტეტს ეს სისტემა ნაწილობრივ დანერგილი ქონდა, თუმცა ბევრი რამ მისთვისაც სიახლე აღმოჩნდა. ივიკოს თქმით, დისტანციური სწავლება იძლევა საშუალებას ამ ტექნიკის სამომავლო დანერგვის, რაც დაეხმარება ძალიან ბევრ პლატფორმას და უნივერსიტეტს მნიშვნელოვნად დაზოგოს რესურსები, თუმცა ის ვერ შეცვლის ბოლომდე აუდიტორიულ სწავლებას, რადგან ლექციის დროს ძალიან ბევრი კითხვა და საკითხი ჩნდება, რისიც ინტერნტით განხილვა ძალიან რთულია. რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ნებისმიერ ადამიანში სრულფასოვანი განათლების მიღებას. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ყველა უნივერსიტეტმა მოახერხა, თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ნაწილს გარკვეული საგნების ონლაინ ფორმატზე გადატანა გაუჭირდა. მეორე ნაწილს კი, რომლებმაც სწავლების დისტანციური რეჟიმის დანერგვა შეძლეს, სტუდენტების სხვა სერვისებით უზრუნველყოფა ვეღარ მოახერხეს. მთავარი მაინც ამ შემთხვევასი, როგორც ივიკო ამბობს, ინტერნეტის არასრულფასოვანი მიწოდებაა, რაც ონლაინსწავლაში ჩართვის პროცესს ართულებს.
ონლაინსწავლება – ახალი გამოწვევა სტუდენტებისთვის [Video]
- Tags
- video
სიახლეები
საზოგადოება
ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა
საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...
სიახლეები
აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...
სიახლეები
არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე
"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...
სიახლეები
თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...