მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ლელო საქართველოსთვის" სამეგრელოს რაიონულმა ოფისმა კამპანია „გაამწვანე შენი უბანი“ წამოიწყო

“ლელო საქართველოსთვის” სამეგრელოს რაიონულმა ოფისმა კამპანია „გაამწვანე შენი უბანი“ წამოიწყო [Video]

Published on

“ლელო საქართველოსთვის” სამეგრელოს რაიონულმა ოფისმა კამპანია „გაამწვანე შენი უბანი“ წამოიწყო. პოლიტიკური გაერთიანების “ლელო საქართველოსთვის” სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონულმა ოფისმა კამპანია „გაამწვანე შენი უბანი“ ზუგდიდის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საცხოვრებელ ეზოში მოაწყო. გაერთიანების ადგილობრივმა ლიდერებმა და იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ ეზოში ფიჭვის ხეები დარგეს. პარტიის ადგილობრივი ლიდერის ალექსანდრე ახვლედიანის თქმით,კამპანიის მიზანია მეტი რეკრეაციული ზონის შექმნა საცხოვრებელ უბნებში. ასევე კამპანიის ფარგლებში მოხდება ისეთი ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელია მცირე სკვერის მოწყობა-განახლება და ერთობლივი ძალებით მისი კეთილმოწყობა. „ ეს აქცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის, უბნის და ეზოების გალამაზებასა და გამწვანებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ თითოეულმა ჩვენგანმა. ხეების დასარგავად შერჩეული გვქონდა რამდენიმე ლოკაცია,ასევე გვქონდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან შესაბამისი ნებართვა,თუმცა შემდეგ ჩვენ ამის ნება არ დაგვრთეს,ვინაიდან კონკრეტული ლოკაციები იყო კერძო საკუთრებაში.მხედველობაში მაქვს ზუგდიდის ტუბ დისპანსერი და რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო,თუმცა აქ კონკრეტულ დასახლებაში ჩვენ მოსახლეობის დახმარებით შევძელით ხეების დარგვა და მსგავს აქციას მომავალშიც გავაგრძელებთ“,- აღნიშნა ალექსანდრე ახვლედიანმა.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა, - ევიკა სილინამ სეიმს გადადგომის შესახებ განცხადება უკვე წარუდგინა. პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის...

15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი....

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო – ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...