მთავარისიახლეებისაზოგადოებაავტომობილში სამ ადამიანზე მეტის ყოფნა ისევ იკრძალება

ავტომობილში სამ ადამიანზე მეტის ყოფნა ისევ იკრძალება[Video]

Published on

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიური სიტუაციის შედარებით დასტაბილურების გამო, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ზოგიერთი შეზღუდვა დაგეგმილზე ადრე, 18 მაისს მოხსნას. გაიხსნება  სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები. ამასთან,  მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში.  თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ერთ ავტომობილში სამ ადამიანზე მეტის ყოფნას, მიუხედავად იმისა, ოჯახის წევრები არიან, თუ უცხო ადამიანები. ასევე ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, მძღოლის გვერდით სავარძელი თავისუფალი უნდა იყოს. რასაც საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ექიმებზე და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზეა  დამოკიდებული.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს,  ხოლო 30 მარტს ქვეყნანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...