მთავარისიახლეებისაზოგადოებარუხის კლინიკაში მოთავსებული COVID ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია

რუხის კლინიკაში მოთავსებული COVID ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია [Video]

Published on

რუხის კლინიკაში მოთავსებული COVID ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მედიკოსების ინფორმაციით, თეთრიწყაროს კლასტერის ერთ-ერთ წევრს მსუბუქი პნევმონია აქვს, ამავე ჯგუფის კიდევ ორი წარმომადგენლის დაავადება კი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

ოჯახის ორი წევრი და ახალგაზრდა ქალი ანაკლიის საკარანტინო ზონიდან რუხის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. ამავე კლინიკაშია მოთავსებული შუახნის ქალი, რომელსაც ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი თურქეთში მოგზაურობის ისტორიით განმუხურის კარანტინიდან გადაიყვანეს.

“გვყავს 4 COVID ინფიცირებული: 1 ძველი, 3 ახალი. სამივეს მდგომარეობა არის სტაბილური, ვმკურნალობთ და არანაირი გართულება არ აღენიშნებათ. ერთი შემთხვევა გვაქვს მსუბუქი პნევმონია, სხვა შემთხვევაში პნევმონიაც არ აღენიშნება.

რაც შეეხება ცხელებას, არცერთ მათგანს ცხელება არ გააჩნიათ. შესაბამისად ითვლება, რომ სამივე მათგანი არის მსუბუქი სიმპტომის მატარებელი” – აცხადებს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ირაკლი გვაზავა.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...