მთავარისიახლეებისაზოგადოებაასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის პანდემიის დროს შეცვლილი გრაფიკით მუშაობს

ასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის პანდემიის დროს შეცვლილი გრაფიკით მუშაობს[Video]

Published on

ახალმა კორონა ვირუსმა და პანდემიამ თითქმის ყველა ადამიანის ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად და ძირეულად შეცვალა. აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად დისტანციური და ონლაინ რეჟიმის ფორმატში მუშაობენ. ასოციაცია „იმედი-დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ ხელმძღვანელი ქრისტინა კილანავა როგორც ჩვენთან საუბარში განმარტავს, მათი ორგანიზაციაც პანდემიის პერიოდში ყოველდღე მუშაობას აღნიშნულ ფორმატში აგრძელებს. მისი თქმით, ბოლო ორი თვის მანძილზე შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, მათი ორგანიზაცია ცდილობს დევნილი მოსახლეობისთვის არსებული პრობლემების გარკვეულწილად მოგვარებას. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად ასოციაცია „იმედი“ ამ ეტაპზე ახალ პროექტს ახორციელებს, სადაც თავად დევნილი ქალები არიან ჩართულები და ასევე ზუგდიდის რამდენიმე სოფელში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას პანდემიის დროს საჭირო სპეციალური სამედიცინო ნიღბები და სადეზინფექციო ხსნარები ურიგდებათ. ქრისტინე კილანავას განმარტებითვე, ამ დროს, როცა ყველანი უმწვავესი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, საჭიროა უფრო მეტად კოორდინირებული მუშაობა, არსებული პრობლემების დასაძლევად.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...