მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში გაკეთებული ქუჩების ხელახლა გადათხრის მიზეზი მისი უხარისხოდ დაგებაა - ოპოზიცია

ზუგდიდში გაკეთებული ქუჩების ხელახლა გადათხრის მიზეზი მისი უხარისხოდ დაგებაა – ოპოზიცია [Video]

Published on

ზუგდიდში რამდენჯერმე გადათხრილი ქუჩები უკვე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა, მზიან ამინდში მტვერი, წვიმის დროს კი გუბეები დგება, ადგილობრივები ამბობენ, რომ ფანჯრებს ვერ აღებენ, მძღოლების თქმით, კი მანქანები  ზიანდება. ზუგდიდში გაკეთებული ქუჩების ხელახლა გადათხრის მიზეზი მისი უხარისხოდ დაგებაა, ასევე წყალგაყვანილობის მილებია, რადგან სამუშაოების შესრულებისას წყლის მილები ზიანდება. წყალმომარაგების  კომპანიაში აცხადებენ, რომ დაგებულ ასფალტს სპეციალური მოწყობილობებით აკვირდებიან და ხარვეზების აღმოჩენის შემდეგ სამუშაოებს თავიდან იწყებენ.დაუსრულებელი პროექტები არის ფულის კეთბის წყარო, ასე ფიქრობენ ადგილობრივ ოპოზიციაში და კორუფციის ნიშნებზე საუბრობენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სატელევიზიო კომენტარი ვერ ჩავწერეთ, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე განხლდა, 2020 წელს 21 გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. აქედან 2 დასრულებულია, 12 მიმდინარე და 7 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერია გამოცხადებული. პროექტი საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ღირებულება დაახლოებით 10 მილიონ ლარამდეა.ზუგდიდში ეჭვობენ, რომ ხელისუფლებას გზების რეაბილიტაციის პროცესი  შეგნებულად აქვს გაჭიანურებული და არჩევნებს ელოდება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...