მთავარისიახლეებისაზოგადოებარუხის საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია

რუხის საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია [Video]

Published on

რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში მოათავსებულ შუახნის  პაციენტს, რომელსაც სამი დღის წინ კორონავისური დაუდასტურდა,  მდგომარეობა სტაბილურია და   რესპირაციული ინფექციის სიმპტომები არ აღენიშნება. – ამის შესახებ ჟურნალისტებ საავამდყოფოს კლინიკურმა  დირექტორმა  ნიკოლოზ  ქარცივაძემ  განუცხადა. ამასთანავე კლინიკაში ცხელების ნიშნებით მოთავსებულ 3 ბავშვს Covid-19- ზე ტესტირება ჩაუტარდათ და მათი  ტესტების პასუხი უარყოფითია.რუხის საუნივერსიტეტო  კლინიკიდან გუშინ გაიგზავნა  15 ბიოლოგიური მასალა ტესტის ჩასატარებლად, საიდანაც  10 სამედიცინო პერსონალი იყო, 5 კი პაციენტი, ყველას ტესტის პასუხი Covid-19-მე უარყოფითია.ამ დროისთვის, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს 6 პაციენტი, რომელთაგანაც ერთი ახალი კორონავირუსით ინფიცირებული შუახნის ქალია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონის საკარანტინო ზონაში 78  პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 168 ადამიანია. რაც შეეხება COVID-19-ზე ტესტებს,  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით  123 ბიოლოგიური მასალიდან იქნა გამოკვლეული, საიდანაც  94 არის უარყოფითი, ხოლო დანარჩენი 29 ანალიზის პასუხი დღეს იქნება ცნობილი.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...