მთავარისიახლეებისაზოგადოებაიპოვა თუ არა ალტერნატიული გზა და როგორ აგრძელებს მუშაობას კრიზისის დროს "მეგო-ბარი"...

იპოვა თუ არა ალტერნატიული გზა და როგორ აგრძელებს მუშაობას კრიზისის დროს “მეგო-ბარი” [Video]

Published on

„მეგო ბარი“ – სოციალურმა საწარმომ სახელწოდება გაამართლა და აღნიშნულ სივრცეში, თბილი, მყუდრო და ახალგაზრდებისთვის თავშეყრის საუკეთესო ადგილად იქცა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელების გამო, უკვე ორ თვეზე მეტია „მეგო ბარი“ სტუმრებისთვის, უცხოელი ტურისტებისთვისა და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის დახურულია. „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“, სწორედ ამ ინიციატივით სოციალური საწარმო 2017 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნა. სოციალური საწარმო „მეგო ბარი“ რამდენიმე სეგმენტად არის დაყოფილი, კერძოდ, დიდი დარბაზი, სადაც ახალგაზრდებს ეძლეოდათ საშუალება სხვადასხვა სახის აქტივობა ჩაეტარებინათ, ასევე პოსტელი, რომელიც 22 ადგილზეა გათვლილი და მისი მომხმარებლები ძირითადად უცხოელი ტურისტები იყვნენ. იქვეა განთავსებული კაფე-ბარი და სპეციალურად მოწყობილი კუთხე, სადაც მუსიკის მოყვარულები ხშირად იკრიბებოდნენ. აღნიშნულ სიტუაციაში ამ დრომდე მხოლოდ ველო-მოპედების გაქირავების სერვისმა იმუშავა და როგორც სოციალური საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა შედანია ამბობს, გაუქმდა რამდენიმე ჯავშანი, რომელიც ივნისის ბოლომდე ქონდათ შეკვეთილი და ასევე მოუწიათ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების გადადება. ახალი კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა, იგი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ უცხოელი ტურისტების ნაცვლად ამ ზაფხულს ადგილობრივი ტურისტებისთვის იმუშავებენ და ქვეყნის შიგნით რეგიონების მიხედვით, საინტერესო ტურისტულ მარშუტებსაც დაგეგმავენ. სოციალურ საწარმო „მეგო ბარზე“ უფრო დეტალურად წარმოდგენის შესაქმნელად თავად ნანა შედანია გვიამბობს და მეგზურობას გაგვიწევს, შეგვახსენებს თუ როგორ მუშაობდა „მეგო ბარი“, და იმათ, ვისაც ამ დრომდე მათი საქმიანობის შესახებ არ ქონდათ ინფორმაცია, ძალიან საინტერესო სიახლეებს მოისმენენ.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...