მთავარისიახლეებისაზოგადოება61 წლის ზუგდიდელი ანზორ ტაბაღუა უეკლო, ჰოლანდიური ჯიშის ვარდებს ინტერნეტით ყიდის

61 წლის ზუგდიდელი ანზორ ტაბაღუა უეკლო, ჰოლანდიური ჯიშის ვარდებს ინტერნეტით ყიდის [Video]

Published on

61 წლის ზუგდიდელი ანზორ ტაბაღუას უეკლო, ჰოლანდიური ჯიშის ვარდები 800 კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული, 6000 ძირი ვარდიდან  ოჯახი ყოველწლიურად 10 000 ზე მეტ ცალ ვარდს ყიდდა, ეს ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო იყო, თუმცა პანდემიის პირობებში შექმნილი შეზღუდვების გამო ოჯახმა პროდუქციის გაყიდვა  ვერ შეძლო და ათასობით ვარდის  გადაყრა უწევს. ვარდებს ტაბაღუები ზუგდიდის აგრარულ  ბაზარსა და მაღაზიებში ყიდდნენ, მაგრამ დღეს უკვე მაღაზიებიც დაკეტილია და ვარდებზეც მოთხოვნა აღარაა.

ანზორ ტაბაღუა ამბობს, რომ ზარალის ანაზღაურებას ვერავის სთხოვს რადგან თვლის, რომ ამ ეტაპზე ვარდი ფუფუნების საგანი გახდა. ეს  რომ საკვები იყოს, უფასოდ დავარიგებდი – ამბობს ფერმერი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ტაბაღუებმა  ვარდების  ინტერნეტით გაყიდვა გადაწყვიტეს. სოციალურ  ქსელში შექმნილია გვერდი https://www.facebook.com/FlowersInZugdidi/  სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა  შეუკვეთოს ვარდები, გვერდი 24 საათიან საკურიერო მომსახურებას ითვალისწინებს

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...