მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაზღაურება ზარალისთანავე - ალდაგის ახალი აგროდაზღვევა

ანაზღაურება ზარალისთანავე – ალდაგის ახალი აგროდაზღვევა [Video]

Published on

ანაზღაურება ზარალისთანავე – სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს განახლებულ აგროდაზღვევას სთავაზობს, რაც ნებისმიერი კულტურის შემთხვევაში,ზარალის ანაზღაურებას მისი დადგომიდან უმოკლეს დროშიითვალისწინებს. ამ პირობას სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიებიდან დაზღვეულებს მხოლოდ ალდაგი სთავაზობს. 

თავი ქუდში -განახლებული პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ვაზის დაზღვევისას სადაზღვევო თანხის 50%-ს, სხვა ნებისმიერი კულტურის შემთხვევაში – კი 30%-ს იხდის. შესაძლებელი იქნება კულტურების დაზღვევა ისეთი რისკებისგან, როგორიც არის: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ციტრუსოვანი კულტურებისთვის კი ამ რისკებს ემატება საშემოდგომო ყინვა.

განახლებული აგროდაზღვევა მაქსიმალურად მორგებულია ფერმერის საჭიროებებზე და მათ გადახდის მოქნილი გრაფიკით, სამწლიან სადაზღვევო პოლისსსთავაზობს.

აგროდაზღვევის პროექტს სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ერთად 2014 წლიდან ახორციელებს და მიზნად ისახავსაგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აგროსფეროში მოღვაწე პირების შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ალდაგის მიერ მოსავლის დაზღვევაში ანაზღაურებული ზარალი 15 მილიონ ლარს აღემატება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...