მთავარისიახლეებისაზოგადოებასიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა პანდემიის პირობებში უკიდურესად მძიმე გახდა

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა პანდემიის პირობებში უკიდურესად მძიმე გახდა [Video]

Published on

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა პანდემიის პირობებში უკიდურესად მძიმე გახდა. მცირეწლოვანები ბავშვები და მოხუცები, რომლებიც სრულიად უსახსროდ დარჩნენ, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. სოფელ ოდიშში ჯალაღონიების ოჯახი ძველი სკოლის შენობაში ცხოვრობს, მცირეწლოვან ბავშვებს 84 წლის ბებია უვლის, კორონავირუსის დროს სახლში დარჩენილ მოხუცს ბავშვების გამოკვება უჭირს, მაცივარი ცარიელია, მოხუცი შვილიშვილებთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და არ იცის ხვალ და ზეგ მშიერ ბავშვებს რა აჭამოს.

მათ საკვები, ელექტროენერგია და სხვა საჭირო პირობები უკვე 2 წელია არ აქვთ. ელექტროენერგიის არარსებობის გამო სანთლის და ლამპის  შუქზე ცოვრობენ, თუმცა მოხუცს უკვე არ აქვს იმის საშუალებაც, რომ ნავთი იყიდოს ლამპისთვის, ამიტომ სანთლის შუქზე უწევთ ცხოვრება.

84 წლის ნათელა ქუთელიას ერთადერთ შემოსავლად პენსია აქვს, რაც 3 მცირეწლოვანი შვილიშვილის   გამოსაკვებად არ ჰყოფნის. ამიტომ  მოხუცებულს და ბავშვებს მეზობლები ეხმარებიან და მათთვის საჭმელი მიაქვთ. ბავშვებს არ გააჩნიათ პირობები, რომ სრულფასოვნად იკვებონ და სკოლაში იარონ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...