მთავარისიახლეებისაზოგადოებასაოჯახო სასტუმრო "თბილი სახლი" თვეში დაახლოებით 100-მდე სტუმარს ღებულობდა, დღეს სურათი რადიკალურად...

საოჯახო სასტუმრო “თბილი სახლი” თვეში დაახლოებით 100-მდე სტუმარს ღებულობდა, დღეს სურათი რადიკალურად შეცვლილია და სასტუმროს კარები დაკეტილია [Video]

Published on

ზუგდიდში მდებარე, საოჯახო სასტუმრო „თბილი სახლი“-ს მფლობელი მაკა კორკელია მეხუთე წელია აღნიშნული მცირე ბიზნეს საქმიანობითაა დაკავებული. წარმატებული მეწარმე ქალი ამბობს, რომ თებერვლის ბოლო რიცხვებიდან, როგორც კი ქვეყანა და მთელი მსოფლიოში ახალი კორონავირუსის საფრთხემ მოიცვა, მის სასტუმროში ყველა ჯავშანი გაუქმდა. თვენახევარზე მეტია, „თბილი სახლის“ კარები დაკეტილია და, ჯერჯერობით, დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება უჭირთ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს. მათი განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების პიკს, აპრილის ბოლოს -მაისის დასაწყისში უნდა ველოდოთ. ამ პერიოდში შექმნილ სიტუაციაზე და არსებულ პრობლემებზე საუბრობს მაკა კორკელია, მისი თქმით, ასე თუ რამდენიმე თვე გაგრძელდება, მის საოჯახო ბიზნესს, საფრთხე შეექმნება. „თბილ სახლში“ შექმნილი მყუდრო გარემო, კომფორტული ოთახები და ლამაზი ბაღი, სტუმრებს ყოველთვის კმაყოფილს ტოვებდა. აქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს განსაკუთრებით, როგორც გარემო, ასევე სტუმართმოყვარეობა და მეგრული სამზარეულო იზიდავდა. როგორც მაკა ამბობს, თვეში დაახლოებით 100-მდე სტუმარს ღებულობდა, დღეს სურათი რადიკალურად შეცვლილია და სასტუმროს კარები დაკეტილი. მაკას მსგავსად, იდენტური მდგომარეობაა დანარჩენ საოჯახო სასტუმროებშიც.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...