მთავარისიახლეებისაზოგადოება"ლელო საქართველოსთვის" და არასამთავრობო ორგანიზაცია ,, მოძრაობა მომავლისთვის" სოციალურ კამპანიაში ერთვებიან

“ლელო საქართველოსთვის” და არასამთავრობო ორგანიზაცია ,, მოძრაობა მომავლისთვის” სოციალურ კამპანიაში ერთვებიან [Video]

Published on

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” და არასამთავრობო ორგანიზაცია ,, მოძრაობა მომავლისთვის” სოციალურ კამპანიაში ერთვებიან, რომლის ფარგლებშიც დღეს მათ სურსათ-სანოვაგე საქართველოს რამდენიმე რეგიონში დაარიგეს – ზუგდიდი, გორი, თელავი, ქუთაისი.

არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოყო  გარკვეული თანხა, რომელიც მას მამუკა ხაზარაძის ოჯახმა გადაურიცხა სოციალური პროექტისთვის, რათა დაეხმარონ იმ  ადამიანებს, ვისაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ამ კამპანიაში მონაწილეობას იღებდა მოხალისეთა სახელით.  მათ ქაალქ ზუგდიდში მცხოვრებ 100 ბენეფიციარს დაურიგეს სურსათ-სანოვაგის სტანდარტული, 30 ლარიანი პაკეტი.  კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისას დაზარალებულ ადამიანებს – მათ, ვინც დარჩა უსამსახუროდ,  ვისაც შემოსავალი არ აქვს და ვისაც  უბრალოდ სჭირდება დახმარება.

კამპანიის ფარგლებში პროდუქცია ხვალ ბათუმსა და ოზურგეთში დარიგდება. ჯამში კი სულ 1600 ბენეფიციარს დაეხმარებიან.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...