მთავარისიახლეებისაზოგადოებარეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ხვალიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი დაიხურება

რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ხვალიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი დაიხურება [Video]

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. რწმუნებულის განმარტებით, არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს, თუმცა იქ მოქალაქეები არ იცავენ სოციალურ დისტანციას და სხვა რეკომენდაციებს, რასაც სურსათი ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები აძლევენ მოვაჭრეებს:

,,მინდა შევეხო რეგიონის აგრარული ბაზრების თემას, ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე შეხვედრა და არ შევწყვიტეთ მათი ფუნქციონირება, შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებსაც უნდა განეხორციელებიათ მონიტორინგი, გაეცათ რეკომენდაციები , რომელიც უნდა შეესრულებინათ – ეს ასეც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ბაზარში არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული. რაც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუკი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ. ეს ეხება ზუგდიდის, სენაკს და ფოთის აგრარულ ბაზრებს. ჩვენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს, ეს არის, ჰიგიენა და დისტანცია. დღეს ის, რაც ბაზრებში ხდება არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ, ვთხოვთ მათ ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა.

სიახლეები

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...

პირი საკუთარ სახლში ბრენდული სასმელების ფალსიფიცირებას ახდენდა

თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს....

მარკო რუბიო – რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება და არა რომელიმე მხარის მიერ მოპოვებული სამხედრო გამარჯვებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებული ცეცხლის...