მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიის საკარანტინო ზონაში გალიდან 7 ადამიანი გადაიყვანეს

ანაკლიის საკარანტინო ზონაში გალიდან 7 ადამიანი გადაიყვანეს [Video]

Published on

აფხაზეთიდან წუხელ ანაკლიის საკარანტინო ზონაში  7 ადამიანი გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მიაწოდა.

„წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან 7 პირი, რომელთაც კონტაქტი ქონდათ ქალბატონთან, რომელიც მოთავსებულია ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში და რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი.  მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს ანაკლიის საკარანტინო ზონაში. ეს ადამიანები არიან ის პირები ვისაც ქონდა ამ ქალბატონთან კონტქატი სანამ ის იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ანაკლიის საკარანტინო ზონაში სულ გვყავს ამ ეტაპზე 81 მოქალაქე. ხოლო თვითიზოლაციაში 224 მოქალაქე იმყოფება მთელი რეგიონის მასშტაბით. 496 ადამიანს კი მოეხსნა თვითიზოლაცია.- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ანაკლიის საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე იმყოფება 81 მოქალაქე. ხოლო თვითიზოლაციაში 224 პირი იმყოფება მთელი რეგიონის მასშტაბით, 496 ადამიანს კი მოეხსნა თვითიზოლაცია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...