შესაბამისი ორგანოები საკითხს შეისწავლიან – გიორგი შენგელია პირბადეების დარიგებაზე [Video]

0
570

დღეს ზუგდიდის ცენტრში პირბადეების დარიგებას მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გამოეხმაურა, მისი თქმით, პროცესმა, სადაც არ იყო უზრუნველყოფილი არანაირი უსაფრთხოება და დისტანცია, ეჭვქვეშ დააყენა მოქალაქეების სიცოცხლე.

“ის რაც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრების მხრიდან ხდება ზუგდიდის ცენტრში, ჩვენი მოქალაქეებისთვის პირბადეების დარიგება, ეჭქვეშ დააყენა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო, ყოვლად დაუშვებელი საქციელი მათი მხრიდან. მაშინ როცა ქვეყანაში ორი მუნიციპალიტეტი კარანტინის რეჟიმშია და უზარმაზარი რესურსი იხარჯება, რათა ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დავაკავოთ სახლში, ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას, ეს უპასუხისმგებლო ადამიანები კრიბავენ ასობით ჩვენ თანამოქალაქეს ქალაქის ცენტრში, თითქოს პირბადეების დარიგებით, ხელს უწყობენ ამ ვირუსის გავრცელების პრევენციას, რაც ყოვლად დაუშვებელი და პროვოკაციული ფაქტია. ყველა მოქალაქეს და პოლიტიკურ პარტიის წევრს, მოვუწოდებ, თავი შევიკავოთ მსგავსი პროვოკაციებისგან და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, რათა ერთად ვებრძოლოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნის და მთელი მსოფლიოსთვის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10 ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება, მიუხედავად ამისა ასობით ადამიანი შეკრიბეს, დღეს ქალაქის ცენტრში. ჩვენი სამსახურები, სამართალდამცავებთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობდნენ მოქალაქეების დისტანცირებას, მაგრამ ეს იყო შეუძლებელი, მოქალაქეების რაოდენობიდან გამომდინარე. მე დარწმუნებული ვარ ნაციონალური მოძრაობის უპასუხისმგებლო საქციელზე სამართალდამცავებს ექნებათ რეაგირება და გამოჩნდება შემდგომში დამოკიკიდებულება ამ უპასუხისმგებლო ფაქტის მიმართ. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში. საგანგებო რეჟიმის პირობებში და დავიცვათ კანონმდებლობა. ის ადამიანები, ვინც ქუჩაში გამოიყვანეს, იყვნენ მსხვერპლი უპასუხისმგებლო პარტიის და ამასთან დაკავშირებით ისმჯელებენ სამართალდამცავი ორგანოები. “- განაცხადა გიორგი შენგელიამ

წინა სტატიაევროპისა და აზიის საფინანსო ბირჟებზე კურსებმა კვლავ ვარდნა იწყო
შემდეგი სტატია„გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ, ამერიკის შერთებული შტატების ელჩი საქართველოში. დღეს მე სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩემი კოლეგების უმეტესობა”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური